არასრულწლოვნის მოტაცება ცოლად მოყვანის მიზნით

16 ივლისი 2023, 18:03 718 ნახვა

ფონიჭალაში 15 წლის გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით ნათესავის ქორწილიდან გაიტაცეს, სადაც ის სტუმრად იმყოფებოდა. არასრულწლოვნის გატაცების ბრალდებით დაკავებული 4 პირი ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

როგორც ირკვევა გამტაცებელი და გოგონა ერთმანეთის ნათესავები არიან. 15 წლის მოზარდი ახლა საკუთარ სახლში იმყოფება.

გატაცებაში მონაწილე 4 პირს პოლიცია რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც ისინი დააკავა. საგამოძიებო ორგანო მათ თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში