კუნძულ ლა პალმაზე ხანძარი უკონტროლო გახდა

16 ივლისი 2023, 20:02 513 ნახვა

ესპანეთში, კუნძულ ლა პალმაზე ხანძარი უკონტროლო გახდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ხანძარმა 4,650 ჰექტარი დააზარალა და სულ მცირე 13 სახლი განადგურდა. ევაკუირებულთა რიცხვი 4 ათასამდე გაიზარდა.

ხანძრის ლიკვიდირების პროცესს კუნძულისთვის დამახასიათებელი მუდმივი ქარი ართულებს. კუნძულზე 10 საჰაერო ქვედანაყოფი და დაახლოებით 300 მეხანძრეა მობილიზებული.

კუნძულ ლა პალმაზე ტყის ტერიტორიაზე ხანძარი ევროპაში არსებული რეკორდული სიცხის გამო გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში