თურქეთი საწვავზე გადასახადს 200%-ით ზრდის

16 ივლისი 2023, 20:03 565 ნახვა

მიწისძვრით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად თურქეთი საწვავზე გადასახადს 200%-ით ზრდის. ხაზინის სამინისტროს განცხადების თანახმად, ნაბიჯი ქვეყანას ფულადი სახსრების რეზერვების შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

გადაწყვეტილება ინფლაციაზე ზეწოლას გაზრდის. ფასების ზრდის მაჩვენებელი ახლა 38%-ზეა.

მიწისძვრამ, რომლის შედეგადაც 50 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, თურქეთს მთლიანობაში 100 მილიარდ დოლარზე მეტი ზიანი მიაყენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში