საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებიან

17 ივლისი 2023, 10:00 598 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებიან. 

თავად პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი უწყებაში არ მისულა, რადგან, ოფიციალური ინფორმაციით, ის ამჟამად, პოლონეთში იმყოფება.

არსებული ინფორმაციით, პოლონური მხარის წარმომადგენელი სამინისტროში უცხოელი ექიმის მიერ, მიხეილ სააკაშვილის ბიოლოგიური მასალის გატანის მცდელობასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტებების გასაკეთებლად დაიბარეს. 

შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში