გასულ ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

17 ივლისი 2023, 10:29 650 ნახვა

გასულ ღამით უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქი დღე-ღამის განმავლობაში S-300 ტიპის რაკეტებით სამჯერ დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 3 ადამიანი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. 18-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება, დაშავდა 1 სამოქალაქო პირი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის კონცენტრაციის 16 უბანი დაბომბეს, იერიში მიიტანეს ოკუპანტების 9 საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის ორ სისტემაზე. 

უწყების განმარტებით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მათ უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 48-ჯერ გაუხსნეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში