კალიფორნიასა და არიზონაში ანომალური სიცხეებია

17 ივლისი 2023, 10:30 636 ნახვა

კალიფორნიის შტატში ეგრეთწოდებულ სიკვდილის ველზე ჰაერის ტემპერატურამ ცელსიუსით 53 გრადუსს მიაღწია. ასეთია ამინდის ეროვნული  სამსახურის ოფიციალური მაჩვენებელი.  თუმცა არაოფიციალური  მონაცემებით, ჰაერი კალიფორნიის ამ ნაწილში ცელსიუსით  56 გრადუსამდე გათბა. 

ტურისტები და ვიზიტორები მთელი მსოფლიოდან შეიკრიბნენ, რათა ეგრძნოთ რეკორდული სიცხე.  დაახლოებით ოცი ტურისტი შეიკრიბა აბრის ირგვლივ, რომელზეც ანომალური ტემპერატურა იყო დაფიქსირებული, რათა ფოტოები გადაეღოთ.  მათ  გვერდში იდგნენ აშშ-ს ეროვნული პარკის რეინჯერები იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ცუდად გახდებოდა.ზედიზედ მე-17 დღეა არიზონას შტატში  43 გრადუსიანი სიცხეებია.

ადგილობრივები  გაგრილებას პარკებსა და შადრევნებში ცდილობენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში