ამერიკის რამდენიმე შტატი წყალდიდობას ებრძვის

17 ივლისი 2023, 10:03 640 ნახვა

წყალდიდობამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა პენსილვანიის შტატში. სამაშველო სამსახურის განცხადებით, მაშველები ეძებენ კიდევ სამ ადამიანს, მათ შორის ცხრა თვის ბიჭს, მის ორი წლის დას და ერთ ქალს. პენსილვანიის გუბერნატორი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

ბოლო დღეებში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა პენსილვანიის ჩრდილო-აღმოსავლეთი. სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ვერმონტის შტატი.

დედაქალაქ მონპელიეში ისევ შენარჩუნებულია წყალდიდობის საფრთხე.  წყალდიდობაა ნიუ-იორკის შტატშიც. გუბერნატორი ქეთი ჰოჩული სტიქიის რაიონებში მცხოვრებლებს შენობებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ჰოჩულმა ასევე განაცხადა, რომ კანადაში ტყის ხანძრების გამო შტატის ზოგიერთ ნაწილში  ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო გაფრთხილება გამოცხადდება. შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში ტორნადოებსა და ღვარცოფებს პროგნოზირებენ. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში