ჰაერის ხარისხი საქართველოში და გამონაბოლქვის კონტროლი

17 ივლისი 2023, 11:44 814 ნახვა

მანქანების გამონაბოლქვზე კონტროლი 4 სექტემბრიდან ქვეყნის ოთხ ქალაქში დაიწყება, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი გადანაწილდება. ავტომობილებს  გზაზე ხილული გამონაბოლქვის არსებობის შემთხვევაში გააჩერებენ და სპეციალური ხელსაწყოთი შეამოწმებენ. 

მავნე ნივთიერებების გადაჭარბების შემთხვევაში ფიზიკურ პირს 100, იურიდიულ პირს კი  500 ლარით დააჯარიმებენ. განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება.

თუ ავტომობილის  მფლობელი   შემოწმების შედეგებს   არ ეთანხმება, მას  უფლება აქვს მოითხოვოს ავტომობილის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანა, სადაც ავტომობილს განმეორებითი  ტექინსპექტირება  მძღოლის ხარჯებით  ჩაუტარდება. 

კონტროლის გამკაცრების  მიზეზი სპეციალისტების განმარტებით, დიდ ქალაქებში  ჰაერის დაბინძურების მარალი მაჩვენებელია, რასაც ძირითადად ავტოტრანსპორტი იწვევს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში