მექსიკაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორი ჟურნალისტი მოკლეს

17 ივლისი 2023, 14:00 578 ნახვა

მექსიკის სამხრეთ-დასავლეთში გერეროს შტატში ჟურნალისტი ნელსონ მატუსი მოკლეს.  ინციდენტი ზღვისპირა საკურორტო ქალაქ აკაპულკოში მოხდა. მატუსი იყო ადგილობრივი საინფორმაციო საიტის-ლი რეალ დე გერეროს დირექტორი.

ჟურნალისტი მაღაზიის ავტოსადგომზე ჩაცხრილეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ წარსულში  მატუსი ორჯერ გადაურჩა მისი მკვლელობის მცდელობას. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ეს ჟურნალისტის მკვლელობის მეორე შემთხვევაა. რამდენიმე დღის წინ ნაიარიტის შტატში გაუჩინარების შემდეგ მექსიკური გაზეთ ლა ჯორნადას  ჟურნალისტი  ლუის მარტინ სანჩესის ცხედარი იპოვეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის  „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ განცხადებით,  მექსიკა 2022 წელს ჟურნალისტებისთვის  მსოფლიოში ყველაზე საშიშ ქვეყანად დასახელდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში