ე.წ. ციხის ბუნტის საქმე - სააპელაციო სასამართლოს განაჩენი

17 ივლისი 2023, 14:58 646 ნახვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა. მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ მეგის ქარდავას ადვოკატების სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის განაჩენს ასაჩივრებდნენ, რომლითაც ქარდავას სამი წლითა და ცხრა თვით პატიმრობა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას თავად ქარდავა არ ესწრებოდა.

როგორც მეგის ქარდავას ადვოკატმა, განაცხადა, ქარდავა უნდობლობას უცხადებს სასამართლოს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში