ხვალიდან საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი

17 ივლისი 2023, 15:13 625 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი და ქარიანი ამინდი შენარჩუნდება.

სინოპტიკოსები თბილ და უნალექო ამინდს 18-დან 20 ივლისამდე პროგნოზირებენ.

"17 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი და ქარიანი ამინდი. 18-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება“,-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ფოტო: ლევან ურიდია.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში