ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული მსოფლიომდე 5 ამხანაგურ მატჩს გამართავს

18 ივლისი 2023, 10:25 827 ნახვა

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები ხორვატიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს, რომლის ფარგლებში 18, 19, 20 ივლისს თურქეთის, ხოლო 24-25 ივლისს ირანის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

სამივე მატჩი თურქეთთან 18:00 საათზე ოლიმპიურ სპორტის სასახლეში გაიმართება.

საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ნორვეგიას, მონტენეგროს და მაკედონიას დაუპირისპირდება. მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში აჭარიდან 4 ხელბურთელი ითამაშებს.

პლანეტის პირველობაზე თემურ ქამადაძე (მეკარე), ნიკოლოზ შერვაშიძე (გამთამაშებელი), ანრი აბულაძე (მარცხენა გარემარბი კუთხე) და ნუგზარ ტარიელაძე (მარჯვენა გარემარბი კუთხე) იასპარეზებს.

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი 2-13 აგვისტოს ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში