კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები გრძელდება Credit Suisse-თან - ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება    

18 ივლისი 2023, 11:48 542 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის ადვოკატებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ Credit Suisse-თან დაკავშირებული იურიდიული პირების უკანონო და დანაშაულებრივ ქმედებებს გადარჩენილ ფულად აქტივებთან დაკავშირებით კანონსაწინააღმდეგო დაბრკოლებები გრძელდება.

წერილში საუბარია ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობასა და სასამართლო განჩინებებზე.  ადვოკატ ლაშა კალანდაძის განცხადებით, შვეიცარიულმა ბანკმა Julius Baer-მა უნდა უზრუნველყოს მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემა, და  რომ  ბანკმა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების, საუბარია 95%-ზე, როგორც იურისტი აცხადებს გადაცემის მიმართულებით შეექმნა დაბრკოლება.

ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლებრივი ბრძოლა შედეგს გამოიღებს და აღდგება სრულ აქტივებზე წვდომა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში