ინციდენტი ვივამედში - შეფასებები 

18 ივლისი 2023, 14:45 734 ნახვა

გიული ალასანია აცხადებს, რომ პოლონელ ექიმებს არ იცნობს   და არ იცის რა   მოტივი ამოძრავებდა ექიმს, რომელიც  მიხეილ სააკაშვილისთვის ჩატარებული კვლევის  ნიმუშების   მალულად გატანას ცდილობდა. ექს-პრეზიდენტის დედაც ბევრის მსგავსად მეორე მხარის განმარტებას ელოდება.

"ვივამედში" მომხდარ ინციდენტზე მმართველ გუნდში პოზიცია უცვლელია, მათთვის გაუგებარია მედიკოსის ქცევა და მიაჩნიათ, რომ  მომხდარი კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით ეჭვებს აჩენს.

ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო უწყებებმა უნდა დაადგინოს რეალური მიზეზი და განზრახვა, ამ თემაზე კი სხვა შინაარსის  შეფასებები მათი აზრით, ჭორაობაა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში