საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება - ვახტანგ მახარობლიშვილი

18 ივლისი 2023, 18:58 732 ნახვა

საქართველო-ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმ ელჩმა ,  ვახტანგ მახარობლიშვილი განაცხდა 

ვახტანგ მახარობლიშვილის განმარტებით, არ არსებობს ფიქრის საფუძველი, რომ ბელგიის გადაწყვეტილება იმოქმედებს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე.

„არანაირი მსგავსი კომუნიკაცია, მინიშნება ევროკავშირის მხრიდან არ განხორციელებულა. დღეს გვაქვს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, ანუ ასოცირების კომიტეტის სხდომა და მსგავსი ტიპის გზავნილი ევროკავშირის მხრიდან არ დაფიქსირებულა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ევროკავშირის ქვეყნების დიდი უმრავლესობა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებს. ზოგადად, ევროკავშირის პოზიცია ასეთია და უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ამ ეტაპზე რაიმე საფრთხეს ნამდვილად არ ველოდებით“, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში