გიორგი მიქაუტაძე ვარჯიშს „მეცში“ აგრძელებს

18 ივლისი 2023, 19:57 570 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და მეცის თავდამსხმელის გიორგი მიქაუტაძის მოსალოდნელ ტრანსფერზე ბევრი იწერება, თუმცა 22 წლის თავდამსხმელი ჯერჯერობით ისევ “მეცშია“ და სეზონის განახლებისთვის მზადებას გუნდთან ერთად აგრძელებს. მეცმა იმ მოთამაშეთა სია გამოაქვეყნა, რომლებიც საფრანგეთის კურორტ ვიტელში ერთკვირიან საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. ცნობილია, რომ მეცი შეკრებაზე ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ლიგა 2-ის გუნდებთან  - 22 ივლისს ტრუასთან ისპარინგებს, სამი დღის შემდეგ კი სოშოს დაუპირისპირდება. გიორგიმ სამი დღის წინ ბელგიურ სერენთან საკონტროლო მატჩშიც ითამაშა, რომელშიც გოლითაც გამოირჩა, შეხვედრა მეცმა 2:1 მოიგო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში