თორნიკე შენგელიამ შესაძლოა „ვირტუს ბოლონია“ დატოვოს

18 ივლისი 2023, 19:59 668 ნახვა

იტალიურ და სერბულ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, ვირტუს ბოლონიას ფორვარდის თორნიკე შენგელიას გადაბირებით ბელგრადის ცრვენა ზვეზდაა დაინტერესებული. Totalbasket-ის ინფორმაციით შენგელია სერბულ გრანდში გადასვლას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს და თოკო მზადაა კარიერა „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელოს. საქართველოს ნაკრების 31 წლის კაპიტანს იტალიურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. თორნიკე შენგელია ვირტუს ბოლონიას ღირსებას 2022 წლის გაზაფხულიდან იცავს, სადაც მოსკოვის ცსკა-სთან კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ გადავიდა.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში