რაგბის კავშირის განცხადებით, მათი "Facebook" გვერდი უკვე მეორედ გატეხეს

18 ივლისი 2023, 18:01 653 ნახვა

საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოციალურ ქსელში მათი გვერდი მიმდინარე თვეში მეორედ გატეხეს. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

"მიმდინარე თვეში დღეს უკვე მეორედ გატეხეს რაგბის კავშირის გვერდი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის გამოც ინფორმაციის გავრცელება შეზღუდული გვაქვს. მომხმარებელს ვთხოვთ, არ მიაქციოს ყურადღება რაგბის კავშირის სახელით მის ოფიციალურ გვერდებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას სანამ არ შევძლებთ კონტროლის აღდგენას, რასაც დამატებით შეგატყობინებთ. ბოდიშს გიხდით ამ ვანდალური შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო," - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში