ვანო კარკაძე კარიერას „მონპელიეში“ გააგრძელებს

18 ივლისი 2023, 20:29 939 ნახვა

ქართველი მორაგბე ვანო კარკაძე  „ბრივიდან“ კარიერას „მონპელიეში“ განაგრძობს - ამის შესახებ ინფორმაციას „ბრივის“ ოფიციალური გვერდი აქვეყნებს.

"მომავალი სეზონიდან ვანო კარკაძე „ბრივში“ აღარ თამაშებს. ქართველი მორაგბე უახლოეს დღეებში „მონპელიეს“  შეუერთდება, მადლობა ვანოს ჩვენს კლუბში გატარებული 4 წლისათვის",- წერია კლუბის განცხადებაში.

კარკაძემ „ბრივში“ 2019 წლიდან დღემდე 37 შეხვედრაში ითამაშა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი ვანოს, შვიდი თამაში აქვს ჩატარებული. "მონპელიემ” Top 14-ის გასული სეზონი მე-11 პოზიციაზე დაასრულა, ,,ბრივი” კი ბოლო ადგილზე გავიდა და Pro D2-ში დაქვეითდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში