“ნამდვილი თუ მოგონილი?!” - კონკურსი

19 ივლისი 2023, 11:00 788 ნახვა

“ნამდვილი თუ მოგონილი?!” - მედიაწიგნიერების მეცხრე კონკურსში 100-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. წესების თანახმად, მონაწილეებს უნდა აღმოეჩინათ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია და წარმოედგინათ აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. 

კონკურსანტების ნამუშევრები ჟიურიმ შეაფასა და სამ გამარჯვებულთან ერთად, სპეციალური პრიზის მფლობელი გამოავლინა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, პროექტ “ნამდვილი თუ მოგონილის?!” მიზანი მოზარდებში კრიტიკული აზროვნებისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარებაა. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში