საცხოვრებელი კომპლექსი დევნილებისთვის

19 ივლისი 2023, 11:44 633 ნახვა

დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით ბორჯომში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. საცხოვრებელ კომპლექსში ახალი ბინა 150 ოჯახს 2025 წელს გადაეცემა. პროექტის ბიუჯეტი 15 მილიონ ლარზე მეტია.

დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდსა და ბორჯომში დევნილი ოჯახებისთვის, საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.

პროექტის ფარგლებში, 2025 წლის ბოლომდე, 7 000-ზე მეტ ოჯახს ახალ ბინები გადაეცემა, ხოლო 6 000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში დაკმაყოფილდება.

აღნიშნული პროექტისთვის 900 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში