ზახაროვა გაერო-ს ულტიმატუმს უყენებს

19 ივლისი 2023, 14:08 567 ნახვა

გაერო-ს სამი თვე აქვს მარცვლეულის შეთანხმების რუსული ნაწილის შესასრულებლად, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

თუ გაერო არ განახორციელებს მემორანდუმის პირობებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის შესახებ სამი თვის განმავლობაში, მოსკოვი არ განაახლებს მოლაპარაკებებს შავი ზღვის გავლით უკრაინის ექსპორტის დაშვების შესახებ შეთანხმებაზე. თუ იქნება კონკრეტული შედეგები, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხის განხილვას“, – განაცხადა ზახაროვამ.

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“  რუსეთთან დაკავშირებული შეთანხმებების ნაწილის არ შესრულების გამო შეაჩერა. მოსკოვი დაუყოვნებლივ დაუბრუნდება შავი ზღვის შეთანხმებების შესრულებას, როგორც კი „მარცვლეულის შეთანხმების“ რუსული ნაწილი შესრულდება - ამბობს პესკოვი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში