ვაშინგტონი ბიშკეკს სანქციებს დაუწესებს 

19 ივლისი 2023, 14:05 588 ნახვა

აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს. ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთს აწვდის პროდუქციას, რომელიც „შავ სიაშია“ შეტანილი. მათ შორის ელექტროტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ოპტიკურ სამიზნეებსა და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს.

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქში ვიზიტებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამის გამო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ზეწოლა განახორციელოს ყირგიზეთის მთავრობაზე, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს - წერს გამოცემა და აღნიშნავს,რომ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში