საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის შეხვედრები ხულოში

19 ივლისი 2023, 14:15 690 ნახვა

საქართველოს  პარლამენტის აგრარულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მთიან აჭარაში მეწარმეობის პრაქტიკული კურსით - ''როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ სოფლად ბიზნესი“ შეხვედრები დაასრულა.

ნინო წილოსანი დღეს ხულოში მოქმედ მეწარმე და სხვადახვა ორგანიზაციაში დასაქმებულ ქალებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლად მცხოვრებ ქალებს ,,აწარმოე საქართველოსა“ და ,,სოფლის განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა სემინარი ჩაუტარეს, სადაც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებზე იყო ძირითადი აქცენტი გაკეთებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში