ლუკა პარკაძე ავსტრიულ „ადმირა ვაკერში“ ითამაშებს

19 ივლისი 2023, 19:56 682 ნახვა

ავსტრიული მედიის ინფორმაციით, მიუნხენის ბაიერნი 18 წლის ლუკა პარკაძეს ავსტრიულ ადმირა ვაკერში იჯარით გაუშვებს. ქართველი ნახევარმცველი 33 ნომრიანი მაისურით თომას ტუხელის იმ სიაშია, რომელიც ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს, თუმცა როგორც ჩანს ბაიერნის პირველ გუნდში ლუკა ჯერ-ჯერობით ვერ მოხვდება. ადმირას მთავარი მწვრთნელის თომას პრატლის განცხადებით დიდი ალბათობით ქართველი ფეხბურთელი ავსტრიულ გუნდში იჯარით ითამაშებს, ამ წუთებში სწორედ ტრანსფერის საკითხები გვარდება. როგორც ირკვევა ლუკა პარკაძემ გარემარბი ანგელო გატერმაიერი უნდა შეცვალოს. ბოლო სეზონში ადმირა ვაკერმა ავსტრიის რანგით მე-2 ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა. მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, ადმირა ავსტრიაში ტიტულოვანი გუნდია, ის 9-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და 6-ჯერ თასის მფლობელი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში