ოკლენდში სროლამ 3 ადამიანი იმსხვერპლა

20 ივლისი 2023, 10:13 563 ნახვა

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში სროლის შედეგად. ქალაქი დღეს  ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს.

დაღუპულია შეიარაღებული თავდამსხმელიც. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის  განცხადებით, მომხდარი გავლენას არ მოახდენს ფეხბურთის ჩემპიონატზე. 

ხელისუფლება თავდასხმას არ განიხილავს   როგორც ტერორისტულ აქტს, რადგან არ გამოვლენილა პოლიტიკური ან იდეოლოგიური მოტივაცია და შესაბამისად ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხე არ დამუქრებია.

ინციდენტის შემდეგ ოკლენდში რამდენიმე ქუჩა გადაკეტეს, ქალაქში დროებით შეწყდა  საბორნე მიმოსვლა, ზოგიერთ რაიონში ავტობუსები სხვა მარშრუტებით მოძრაობენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში