რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება - ზელენსკი 

20 ივლისი 2023, 11:20 547 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმა უკრაინის შავი ზღვის ოდესის პორტზე "ადასტურებს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ უკრაინა არ არის".

რუსეთი ზედიზედ მეორე ღამეა უტევს ოდესის ოლქს, მას შემდეგ, რაც ორშაბათს შავი ზღვის ინიციატივის შეთანხმება დატოვა. დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახებოდა. ზუსტად ის რაოდენობა, რაც აზიისა და აფრიკის ქვეყნებში უნდა ყოფილიყო მიწოდებული - აცხადებს ზელენსკი.   

რუსეთი და უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმსხვილეს ექსპორტიორებს შორისაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში