ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესი - კვლევის პრეზენტაცია

20 ივლისი 2023, 11:05 551 ნახვა

როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას? საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პლენარული დისკუსია გამართა, რომელზეც  განიხილეს პარლამენტის საქმიანობის მონიტორინგი საპარლამენტო კონტროლის, არჩევნებისა და მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით. 

საიას განცხადებით,  მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით გასაძლიერებელია მინისტრების მიმართ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის მექანიზმები.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, არსებობს პრობლემები, სათანადო ეფექტიანი რეგულაციების არარსებობის გამო.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებული სამუშაოა გასაწევი მართლმსაჯულების რეფორმის კუთხით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში