საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო

21 ივლისი 2023, 16:55 527 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით დაწყებული საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღების რეაბილიტაციაზე ტენდერების გამოცხადება დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქვემო ქართლის რეგიონში ხუთი ბაღის რეაბილიტაციის ტენდერები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში