ილია დარჩიაშვილის ვიზიტი პორტუგალიაში

21 ივლისი 2023, 17:52 768 ნახვა

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან. შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა 2022 წელ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ლისაბონში ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობართა ჯგუფების ფუნქციონირებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში