გიორგი დემეტრაძე „შუქურას“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა

21 ივლისი 2023, 22:11 968 ნახვა

ქობულეთის „შუქურას“ სპორტულ დირექტორად გიორგი დემეტრაძე დაინიშინა. ამის შესახებ ინფორმაცია ქობულეთური კლუბის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

„საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონი და სამივე ამ ქვეყნის ბომბარდირი გიორგი დემეტრაძე „შუქურაში“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს. დემეტრაძის გამოცდილების მქონე პროფესიონალის მოსვლა ძვირფასი შენაძენია ჩვენი კლუბისთვის. კეთილი იყოს შენი მობრძანება და წარმატებას გისურვებთ, გიორგი“ – წერია ქობულეთის „შუქურას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ დემეტრაძე სპორტულ დირექტორად საფეხბურთო კლუბ „ცხინვალში“ მუშაობდა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში