აქციები ისრაელში გრძელდება

23 ივლისი 2023, 10:15 592 ნახვა

სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება ისრაელში. ათასობით მომიტინგემ თელ-ავივიდან იერუსალიმამდე მსვლელობა გამართა და პარლამენტის შენობასთან მიღებული რეფორმის გაუქმება მოითხოვეს. მსვლელობა რამდენიმე დღეა იმართება.

მედიის ცნობით, სიცხის მიუხედავად, მომიტინგეების რაოდენობა ქალაქთან მიახლოებისას გაიზარდა. აქციები იმართება სხვა ქალაქებშიც.

მონაწილეები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებს იანვრიდან მართავენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში