"დინამო" ბათუმი თასის მერვედფინალში ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდება

24 ივლისი 2023, 10:32 833 ნახვა

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის ყველა წყვილი ცნობილია.

"დინამო" ბათუმი 30 ივლისს ბოლნისში "სიონს" ესტუმრება. დებულების თანახმად, წყვილებში გამარჯვებულებს ერთი მატჩი გამოავლენს.

რაც შეეხება მერვედფინალური ეტაპის სხვა წყვილებს:

  • ქედის "ბეთლემი" – ფოთის "კოლხეთი" ;
  • "ხობის" კოლხეთი – წყალტუბოს"სამგურალი";
  • თბილისის "სპაერი" – ქუთაისის "ტორპედო";
  • საგარეჯოს "გარეჯი" – გორის "დილა";
  • თბილისის "ირაო" – ტყიბულის"მეშახტე";
  • "თელავი" – თბილისის "საბურთალო";
  • დინამო" თბილისი– თბილისის "ლოკომოტივი".

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩები 29-30 ივლისს ჩატარდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში