დღეს კვარაცხელია "სპალის" წინააღმდეგ ითამაშებს

24 ივლისი 2023, 11:00 726 ნახვა

იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი“ დღეს მეორე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს და „სპალს“ დაუპირისპირდება. იტალიური მედიის ინფორმაციით, რუდი გარსიას ამ სეზონში პირველად ძირითადი შემადგენლობით გავა მოედანზე.

შესაბამისად, პირველად ითამაშებს ახალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც გუნდთან ერთად 4 დღეა ემზადება.

ნეაპოლელების სავარაუდო შემადგენლობა „სპალთან“ მატჩისთვის ასეთია: მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუში, მარიო რუი; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. რუდი გარსიას გუნდი მოსამზადებელ ეტაპზე ოთხ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს „ჰატაისპორის“, „ჟირონას“, „აუგსბურგისა“ და „აპოლონის“ წინააღმდეგ, ხოლო სერია A-ს პირველ ტურში 19 აგვისტოს, გიორგი კვერნაძის „ფროზინონეს“ ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში