რუსეთმა 19 სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა - ზელენსკი

24 ივლისი 2023, 11:30 562 ნახვა

უკრაინის სამხრეთ პორტ ოდესაზე განხორციელებული თავდასხმის დროს რუსეთმა 19 ტიპის რაკეტა გამოიყენა, რათა  მაქსიმალური ზიანი მიეყენებინა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტისთვის - განაცხადა  უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვისას.    

ზელენსკის თქმით, დაზიანდა თითქმის 50 შენობა, მათგან 25 არქიტექტურული ძეგლია, დაზარალებულ ნაგებობებს შორის იყო საბერძნეთის საკონსულო.

ფერისცვალების საკათედრო ტაძარი, რომელზეც რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა, უკრაინაში სიდიდით მეორე ეკლესიაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში