ტურნირი საპლაჟო ფრენბურთში “ შავი ზღვის ვასკვლავი 2023” 

24 ივლისი 2023, 14:09 708 ნახვა

დასრულდა აჭარის ღია ჩემპიონატი საპლაჟო ფრენბურთში “შავი ზღვის ვარსკვლავები 2023”, რომელშიც საქართველოს ცხრა ქალაქიდან 78 წყვილი მონაწილეობდა.

შეჯიბრება სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.

ტურნირის დედოფლად ბათუმელი ლიზი მიქელაძე დაასახელეს. ასევე ტურნირის ვარსკვლავების პრიზები ბათუმელებმა ოთო ბიბილეიშვილმა და ელენე მექვაბიშვილმა მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში