გიორგი გობაძე სამთო ველოსპორტში საქართველოს ჩემპიონი მეშვიდედ გახდა

24 ივლისი 2023, 15:57 891 ნახვა

საქართველოს ჩემპიონატს სამთო ველოსპორტში წეროვანმა უმასპინძლა. შეჯიბრების მანძილი 10 კილომეტრი (23% აღმართი) იყო. კაცებში ჩემპიონის ტიტული მეშვიდედ გიორგი გობაძემ მოიპოვა.

ქალებში პირველი ადგილის მფლობელი ვერიკო ბაზალი გახდა, ხოლო იუნიორებში ჩემპიონობა ნიკა ფირანიშვილს ერგო.

კაცები:

1. გიორგი გობაძე;

2. ავთო ფირანიშვილი;

3. ვალერი მამულაშვილი.

ქალები:

1.ვერიკო ბაზალი;

2. მარ მიხელიძე;

3. მარიამ დგებუაძე.

იუნიორები:

1. ნიკა ფირანიშვილი;

2. გიორგი ტარიელაშვილი;

3. ნიკა ცირეკიძე.

მომავალი შეჯიბრი აგვისტოში საქართველოს ჩემპიონატი საგზატკეცილო ველოსპორტში ჩატარდება.

შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ ისტორიაში პირვანდელი ქართველმა ველოსპორტსმენებმა ტურ დე ფრანსის მიერ ორგანიზებულ ერთ-ერთ ეტაპზე საფრანგეთში იასპარეზეს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში