სემინარი „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო“ 

25 ივლისი 2023, 11:19 527 ნახვა

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გარემო - ორი დღის განმავლობაში საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა კონტრტერორისტული ცენტრისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი მიმოიხილეს, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებაზე, ტერორიზმსა და მასთან ბრძოლაზე, ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ საკითხებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე.

ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა მიიღეს ზოგადი ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატის, მისი ფუნქციონირებისა და განხორციელებული სამუშაოს შესახებ. დასასრულს გაიმართა დისკუსია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში