აშშ-ის დეპარტამენტის განცხადება 

25 ივლისი 2023, 11:05 620 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპრეს-სპიკერმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მას კითხვა დაუსვეს, საქართველოში აშშ-ის ხუთი ყოფილი ელჩის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მკურნალობა.

მეთიუ მილერის თქმით, საქართველოს მთავრობას არაერთხელ უთხრეს, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც სააკაშვილს სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში