ევროპას სტიქიები უტევს 

25 ივლისი 2023, 11:19 658 ნახვა

იტალიაში კოკისპირული წვიმებისა და ძლიერი ქარის შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთ  მონცის პროვინციის  ქალაქ დესიოში გზები მიმოფანტული  ნამსხვრევებითა და დაგლეჯილი ხეებით ჩაიხერგა. სოციალურ მედიაში  სტიქიის ამსახველი ვიდეოკადრები ვრცელდება.

იტალიაში ბოლო დღეების განმავლობაში  ექსტრემალური ამინდია, ქვეყანაში ტყის ხანძრებმა და ჰაერის ტემპერატურის მატებამ ყველაზე მეტად სამხრეთ კალაბრიის რეგიონი და კუნძული სიცილია დააზარალა. საბერძნეთის  როდოსის კუნძულზე ტყის ხანძარს ებრძვიან.  სოფელ მასარის მცხოვრებლები ხანძარსაწინააღმდეგო და დამცავ ბარიერებს ქმნიან მოახლოებული სტიქიის მოლოდინში. 

20 ათასი  ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლები და სასტუმროები გასულ შაბათ-კვირას, რადგან ტყის ხანძარი კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო კურორტებს მიუახლოვდა. 

გერმანიის დედაქალაქს კი ქარიშხალი დაატყდა თავს. ბერლინში  კოკისპირული წვიმისა და ძლიერი ქარის შედეგად დაგლეჯილია ხეები და  განადგურებულია რესტორნების გარე სივრცეები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა მოგლიჯა  შუქნიშანი და სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა.  ბერლინის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. დაშავებულებისა და ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში