ზელენსკი ევროკავშირს მიმართავს

25 ივლისი 2023, 11:03 563 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა  უზრუნველყოს უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე ხუთ ქვეყანაში  დაწესებული „მიუღებელი“ და „არაევროპული“ აკრძალვის გაუქმება მის მოახლოებულ საბოლოო ვადამდე.

მაისში ევროკავშირმა ნება დართო ბულგარეთს, უნგრეთს, პოლონეთს, რუმინეთსა და სლოვაკეთს, აეკრძალათ უკრაინული ხორბლის, სიმინდის, რაფსის და მზესუმზირის თესლის შიდა გაყიდვები, თუმცა ამავდროულად დაუშვა ასეთი ტვირთების ტრანზიტი სხვაგან ექსპორტისთვის.

ცენტრალური ევროპის ხუთ ქვეყანას სურს, რომ ევროკავშირის აკრძალვა გაგრძელდეს მინიმუმ წლის ბოლომდე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში