ხიდის მშენებლობის გაჭიანურებული პროცესი და საპროტესტო აქცია

25 ივლისი 2023, 14:39 801 ნახვა

ხიდის მშენებლობის გაჭიანურებულ სამუშაოებს აპროტესტებს მოსახლეობა  სოფელ  განახლებაში. ნაციონალური მოძრაობა კი კორუფციაზე საუბრობს. ადგილობრივების ინფორმაციით, აქ ახალი ხიდის მშენებლობა აჭარის საგზაო დეპარტამენტის დაკვეთით, 6 თვის წინ დაიწყო, თუმცა სამუშაოები არც დათქმულ ვადებში დასრულდა  და ახლა საერთოდ შეჩერებულია.

ამბობენ, რომ აქ მანამდე არსებული  ხიდით  უპრობლემოდ სარგებლობდნენ და პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ ხიდის ახლით ჩანაცვლება გადაწყვიტა, სამუშაოები კი დროში გაიწელა. არსებული მდგომარეობა კი გადაადგილების პრობლემებთან ერთად მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ერთი მოქალაქე უკვე დაშავდა.

აჭარის საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სამუშაოების  მიმდებარედ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან დაკავშირებით, ენერგო კომპანიის ჩართულობით უახლოეს დღეებში გატარდება ღონისძიებები და ამის  შემდგომ ხიდის მშენებლობა  განახლდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში