სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია

25 ივლისი 2023, 21:00 891 ნახვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია.

ისტორიაში პირველად ქართველი მოფარიკავე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა და ვიცე-ჩემპიონი გახდა. 

იტალიის ქალაქ მილანში გამართულ ფინალში სანდრომ ამერიკელ ელი დერშვიცთან 15:6 წააგო.

საწყის ეტაბზე ბაზაძემ გერმანელი ლუის ბონაჰი მარტივად 15:3 დაამარცხა. შემდეგ ტუნისელ ფარეს ფერჯანს 15-13 აჯობა. მესამე მეტოქე  ამერიკელი მიჩელ სერონს 15-7 მოუგო.
მეოთხედფინალში იაპონელი კენტო იოშიდა 15-9 დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ეგვიპტელი ზიად ელსისის 15-14 მოუგო.

შეგახსენებთ, რომ FIE-ს რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავე, გასული სეზონიდან მოყოლებული სანდრო ბაზაძე არის. ქართველმა ზედიზედ მე-14 პრესტიჟული ტურნირზე საპრიზო სამეულში შესვლა მოახერხა.

 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში