ეკვადორის ციხეებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

26 ივლისი 2023, 10:39 643 ნახვა

31-მდე გაიზარდა დაღუპულთა რიცხვი ეკვადორის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში ძალადობის ტალღის შედეგად - განცხადება ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა გააკეთა.

ინციდენტის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ციხეებში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის მიზეზი ქალაქ ესმერალდას ციხეში პატიმრების მიერ 15 ციხის  მცველისა და ორი სხვა თანამშრომლის მძევლად აყვანა სახელდება. 

60-დღიანი საგანგებო მდგომარეობის ამოქმედების შემდეგ ციხეში 2 ათას 700   მძიმედ შეიარაღებული ჯარისკაცი და პოლიციელი შევიდა და  პენიტენციურ დაწესებულებაზე კონტროლი დაიბრუნა. დ

აშავებულია 14 ადამიანი. გათავისუფლებულია 120 ციხის ოფიცერი, რომლებიც  მთელი ქვეყნის მასშტაბით ექვს ციხეში პატიმრების მძევლობაში იმყოფებოდნენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში