რუსეთის თავდაცვის მინისტრი ფხენიანში ჩავიდა

26 ივლისი 2023, 10:55 602 ნახვა

რუსეთის დელეგაცია თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ხელმძღვანელობით ფხენიანში ჩავიდა. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

რუსული დელეგაცია  შეუერთდა ჩინურ დელეგაციას. ეს რუსეთისა და ჩინეთის სამთავრობო დელეგაციების  პირველი ვიზიტია ქვეყანაში პანდემიის დაწყების შემდეგ. ორივე დელეგაცია  მონაწილეობას მიიღებს ფხენიანში "გამარჯვების დღის" 70 წლის იუბილესადმი  მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

ჩინურ დელეგაციას ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი ლი ჰონჯონგი ხელმძღვანელობს.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით,  მინისტრი შოიგუ  ჩრდილოეთ კორეელმა კოლეგამ მიიწვია გამარჯვების დღის ღონისძიებაზე.

საიუბილეო ღონისძიებები სავარაუდოდ  დიდ სამხედრო აღლუმს მოიცავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში