7 ნოემბრის ეპიზოდზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი შედგება

26 ივლისი 2023, 12:02 695 ნახვა

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესია ჩანიშნული, ამჯერად 7 ნოემბრის ეპიზოდზე. თუმცა არ არის გამორიცხული საქმის განხილვა თავიდან დაიწყოს, რადგან  ერთ-ერთი  მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილი პენსიაზე გავიდა.  იგი  პროცესში მისი დაწყების დღიდან იყო ჩართული.

ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთი რეზონანსული სასამართლო დავის განხილვა თავიდან. თუმცა უკვე ცნობილია ადვოკატების პოზიცია, რომ  ისინი  შუამდგომლობას დააყენებენ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევასთან დაკავშირებით, ვინაიდან  კოლეგიას ახალი მოსამართლე  ლაშა კლდიაშვილი შეემატა.

შესაბამისად, ადვოკატები მოითხოვენ აღნიშნულმა მოსამართლემ მტკიცებულებების ხელახლა გამოკვლევაში მიიღოს მონაწილეობა. უცნობია მიიღებს თუ არა სასამართლო პროცესში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში