ზედა და ქვედა მაჭახელი ერთმანეთს სამანქანე გზით დაუკავშირდება

26 ივლისი 2023, 15:00 1559 ნახვა

მაჭახლის ხეობაში, ზედა ჩხუტუნეთში თურქეთ-საქართველოს საზღვართან კონკრეტულად კი სასაზღვრო პუნქტთან 700 მეტრიანი საავტომობილო გზის გაყვანა იგეგმება. საქართველოს მხარეს  ეს პირველი საავტომობილი გზა იქნება ზედა ჩხუტუნეთის საზღვართან. აქამდე ქართულ მხარეს მხოლოდ საფეხმავლო ბილიკი არსებობდა.

ამ ბილიკით ერთმანეთს ზემო და ქვედა მაჭახელი უკავშირდება, თუმცა გადაადგილება საზღვარზე მხოლოდ თურქეთის მხარეს მცხოვრები მოქალაქეებისთვოს არის დაშვებული. ისინი გზას ზამთარში იყენებენ, მაშინ  როცა ზედა მაჭახელში დიდთოვლობის გამო პაწა მთის უღელტეხილი იკეტება. 

თურქეთის მხარეს სამანქანე გზა აქამდეც არსებობდა, თუმცა მეზობელი ქვეყანაც იღებს პასუხისმგებლობას მის მოწესრიგებაზე, ჩვენი ინფორმაციით მათ ტექნიკა უკვე მობილიზებული ჰყავთ და სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება.

მაჭახლის ხეობის მკვიდრებს იმედი აქვთ, რომ საავტომობილო გზის მოწესრიგების შემდეგ დღის წესრიგში ე.წ-ლი ჯამილის გამშვები პუნქტის გახსნაც დადგება, რასაც მეზობელი ქვეყნები იდეის დონეზე დიდი ხანია განიხილავენ. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში