ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან - საბერძნეთში საქართველოს საელჩო

26 ივლისი 2023, 17:19 505 ნახვა

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ათენის ერთ-ერთ არალეგალთა განთავსების ბანაკში არეულობის დროს საქართველოს მოქალაქები არ დაშავებულან.

„ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში, 2023 წლის 26 ივლისს, ღამის ორ საათზე დაიწყო არეულობა. ადგილზე, მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები.

ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამირდალეზას ადმინისტრაციასთან.

დაახლოებით ღამის სამ საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა – მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები.

შეგახსენებთ, რომ ფორსმაჟორული/გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს. ცხელი ხაზი +306952220000“, – აღნიშნულია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში