4 ეკომიგრანტმა ოჯახმა ბინები საკუთრებაში მიიღო

26 ივლისი 2023, 17:53 652 ნახვა

4-მა ოჯახმა,რომელთა სახლები ხულოში სტიქიების შედეგად დაზიანდა „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის „ პროგრამის ფარგლებში შეძენილი საცხოვრებელი დაიკანონა.  საკუთრების რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს  წარმომადგენლების თანხლებით შედგა . მიმდინარე წელს ამ პროგრამით 40 - მა ოჯახმა ისარგებლა და 2023 წელს ჯამში 100 ოჯახის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამა  2016 წლიდან მოქმედებს და დღემდე 642  საცხოვრებელი ფართია შეძენილი.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში