რაგბის კლუბი "ბათუმი" ახალი სეზონისთვის ემზადება

26 ივლისი 2023, 21:55 1400 ნახვა

რაგბის კლუბი "ბათუმი" ახალი სეზონისთვის ემზადება. კლუბი სამზადისის მეოთხე კვირაშია.
ახალ სეზონში ''ბათუმს'' გაზრდილი ბიუჯეტი ექნება, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილდება. საერთო ჯამში კლუბის ბიუჯეტი 635 000 ლარით გაიზარდა.

გასული სეზონის შემდეგ გუნდი 12 მოთამაშემ: ბექა მამრიკიშვილმა,ხვიჩა ბუჯიაშვილმა, მიხეილ წიკლაურმა, დაჩი კოპაძემ, კობა ჯიმშელეიშვილმა , გიორგი ფრუიძემ, ანტონ შაშერომ,  რეზი ჯინჭველაშვილმა, ნიკა ჩუმაშვილმა, დავით კლდიაშვილმა , სანდრო სვანიძემ, გუგა შენგელიამ დატოვა.

მომავალ სეზონში ''ბათუმის'' ღირსებას იონა ფირცხალავა, სესონა მაქალა, აუსტინ პრინსი, მატეუ საკელე, ამერ ჰენდრიქსი და ედვინ სასსი დაიცავენ.

დუბლებიდან დიდ გუნდში კი კლუბის აღზრდილები: თორნიკე გაბელაია, რაინდი დოღანია, ლუკა ვადაჭკორია,ზურა ფირცხალაიშვილი, კონსტანტინე კეშელავა, ბუბა ნოზაძე, ირაკლი მახარაძე და ზურა ნინიძე დაწინაურდნენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში რაგბის კლუბი ''ბათუმი'' დიდი 10-ის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ბათუმელები დრამატულ ფინალში 22-24 რუსთავის ''ხარებთან'' დამარცხნენ. კლუბი ასევე რაგბი ევროპის სუპერთასსზე ასპარეზობდა, სადაც 2 გამარჯვება მოიპოვა.

ახალი სეზონი 8-10 სექტემბერს დაიწყება. პირველ ტურში ''ბათუმი'' გასვლაზე "აკადემიას" ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში